"ოცნებამ" არჩევნების შემდეგ სოფელ წაბლოვანას მცხოვრებლებს 60 ლიტრი ღვინო და ცხვარი აჩუქა

გამოქვეყნდა:

არჩევნების შემდეგ, სოფელ წაბლოვანაში ხელისუფლებამ გზის მოხრეშვის ნაცვლად ტექნიკა გაიყვანა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ "ქართულ ოცნებას" 26 ოქტომბერს საუბნო კომისიები ნათესავებითა და პედაგოგებით ჰყავდათ დაკომპლექტებული, ხოლო დამკვირვებლებად მათივე ახლობლები გააფორმეს. 

ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამარჯვების შემდეგ სოფელს 60 ლიტრი ღვინო და ცხვარი აჩუქა - "ზოგი მოისყიდეს, ზოგსაც ცხვრები დაუკლეს და ფული დაურიგეს. დამკვირვებლად ვიყავი მე, მაგრამ წინასწარ მოსყიდული ჰყავდათ ხალხი რაღა აზრი ჰქონდა... 3 ცხვარი დაკლეს... მასწავლებლებმა ფული დაარიგეს, მგონი, მაგიტომ დაიბარეს მშობლები," - ჰყვება სოფლის მაცხოვრებელი. 

"ასფალტი შემოსასვლელამდე დააგეს და გაგვიხარდა, არიქა მოვლენო, დაანებეს თავი მერე. მერე აყვირდა ხალხი აქეთ-იქით არჩევნებზე არ წავალთო, მოიყვანეს ტრაქტორი და გადათხარეს, რაც არის გათხრილი ახლა. დამთავრდა არჩევნები და წავიდნენ. ახლა როდის მოვლენ, ალბათ მეორე არჩევნებზე მოვლენ. 

წავიდოდით [არჩევნებზე], ხალხი ისე იყო გამწარებული, აბა არ წავიდოდით? მივედით მაგრამ რა გამოგვივიდა, არაფერი არ გამოგვივიდა. გვინდოდა შეცვლილიყო უკეთესობისკენ ეს მთავრობა, ამ ევროპას ნუ დაგვაშორებენ, მომავლის პატრონი ვართ, შვილიშვილები მყავს. პრორუსები რომ არიან იმიტომ გაიმარჯვეს," - ამბობს ადგილობრივი. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი