"თბილსერვის ჯგუფი", რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც თბილისის მერიაა, 30 ცალი მანათობელი ფიგურის "შობის ყვავილის" შესაძენად ტენდერს აცხადებს. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა აღნიშნული წინადადებების მიღება 15 ნოემბერს დაიწყება და 18 ნოემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 231 000 ლარია.
ტექნიკურ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ შობის ყვავილები სხვადასხვა ზომის უნდა იყოს მათ შორის 10 ცალი - 120x120 სმ, 10 ცალი - 150x150 სმ, 10 ცალი - 200x200 სმ. თითო ვარსკვლავის ღირებულება ზომების მიხედვით 6 700 ლარიდან 8 700 ლარამდეა.
შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2024 წლის 5 დეკემბრისა.