წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 19-მა გამომცემლობამ დატოვა

გამოქვეყნდა:

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 19-მა გამომცემლობამ დატოვა. მიზეზი, ასოციაციის გამგეობის  29 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებაა, სადაც გამომცემლებთან შეუთანხმებლად ასოციაციამ  რუსული კანონის დაარეგისტრირა. გამომცემლების თქმით, ისინი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობდნენ, ხელმძღვანელობა დაერწმუნებინათ, რომ გაეუქმებინათ რეგისტრაცია, თუმცა უშედეგოდ. მათი შეფასებით, გამომცემლობებისთვის რუსული კანონი მიუღებელი და დამაზიანებელია.

წიგნის 19 გამომცემლობა ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ „რუსული" კანონის რეესტრში რეგისტრაცია მათთან შეუთანხმებლად გადაწყდა, რის გამოც „ვიღებთ ჩვენთვის უმძიმეს გადაწყვეტილებას და ვტოვებთ ასოციაციას, რომელსაც ბევრი ჩვენგანი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა”.
გამომცემლობების თქმით, „რუსული" კანონის რეესტრში დარეგისტრირება მათთვის პრინციპულად მიუღებელია და გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რამდენიმეთვიანი ძალისხმევის მიუხედავად, თავმჯდომარესთან, თამარ ლებანიძესთან, და დირექტორთან, დალი ბაგრატიონ-გრუზინსკისთან, „კონსტრუქციული დიალოგი ვერ შედგა”.

განცხადებას ხელს აწერენ:

1. პალიტრა L;
2. ბიბლუსი;
3. ინტელექტი;
4. არტანუჯი;
5. ინდიგო;
6. ზიარი;
7. ზებრა;
8. მედუზა;
9. პეგასი;
10. ბუქმანია;
11. ბუქმარკი – წიგნები ვაკეში;
12. საბა;
13. ალონი;
14. წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“;
15. ლაზარე;
16. რასთი კომიქს;
17. ელვა.ჯი;
18. ელვა იმპორტი;
19. კავკასია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი