უნიკალური ქართული სამზარეულო და ქართული რესტორნები უცხოეთში-საქართველოს მთავარი ელჩები მსოფლიოში

გამოქვეყნდა:

გემო და მადის აღმძვრელი სუნი - ქართული კერძისთვის დამახასიათებელი თვისებები უცხოელებს ყველაზე მეტად მოსწონთ. რესტორნები კი, რომლებიც ქართულ სახელს ატარებენ ყველგან, მათ შორის ოკეანის მიღმა, ნიუ-იორკშიც შეუმჩნეველი არავის რჩება.

ქართული სუფრა, უცხოეთში სავიზიტო ბარათად იქცა. სხვადასხვა ეროვნების ხალხი, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის შესახებ არაფერი იცოდნენ, სწორედ ეროვნულმა კერძებმა აიძულა, საქართველოს შესახებ გაეგოთ და მეტიც ამ პატარა, მაგრამ მდიდარ და მრავალფეროვან ქვეყანაში ჩამოსულიყვნენ. ტურისტების რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო.

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც საზღვარგარეთ რესტორნები ჰქონდათ და გარკვეული მიზეზების გამო დახურვა მოუწიათ, ამბობენ, რომ ქართულ სამზარეულოს ქვეყნისთვის ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია. მაგალითად ისეთის, როგორიც ეკონომიკის წინსვლა და ქართული უნიკალური პროდუქტის ექსპორტზე გატანაა, რასაც რეალურად საქართველოში ტურიზმის განვითარება და ღარიბი ოჯახებისთვის სიღარიბის დაძლევა შეუძლია.

ყოფილი პარლამენტარი, კობა სუბელიანი რომელიც ახლა ამერიკაშია, ყვება რომ უზარმაზარ ქვეყანაში დიდი კონკურენციის მიუხედავად ქართული სუფრა შეუმჩნეველი არავის რჩება, რის გამოც ჩვენს ნაციონალურ კერძებს უცხოელები გვერდს ვერ უვლიან. შედეგი კი მათი საქართველოში სტუმრობაა. ქართული რესტორნები მათ ჩვენი ქვეყნის უფრო ახლოდან გაცნობას აიძულებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თვლის, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ რაც შეიძლება მეტი ქართული რესტორანი უნდა გაიხსნას, რათა მთელმა მსოფლიომ პატარა, მაგრამ უზარმაზარი პოტენციალის მქონე საქართველოს შესახებ. ამავდროულად, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ნაციონალური კერძები მასიურად უნდა შედიოდეს უცხოურ ბაზარზე, რაც საქართველოში უამრავ ოჯახს ეკონომიკურად ფეხზე დააყენებს. 

ამ დროისთვის, მსოფლიოში სულ 3000 ქართული რესტორანია, რომლებიც უცხოელებს საქართველოს ეგზოტიკურ სუფრასა და კერძების განსხვავებულ გემოებს აცნობს. ქართველი მზარეულები კი ქვეყნის მთავარი ელჩები არიან.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი