ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება | სინოპტიკოსების პროგნოზი

გამოქვეყნდა:

16 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი.  

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს ტერიტორიაზე ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. ზღვაზე შესაძლებელია 4 ბალიანი შტორმული ღელვა.  

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.  (საფრთხის დონე საშუალო)

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი