ილიაუნის სტუდენტები, ბსუ-ის სტუდენტებისადმი სოლიდარობის ნიშნად, უნივერსიტეტში ღამეს გაათენებენ:
"დღეს, დაიტოვეს აქციის შემდეგ, ილიაუნის სტუდენტები შევიკრიბებით ა კორპუსთან. ვუცხადებთ მხარდაჭერას ბათუმელ სტუდენტებს და ვითხოვთ ახალ, სამართლიან არჩევნებს. სიმბოლურად გავათენებთ ა კორპუსში"- წერენ სტუდენტები სოციალურ ქსელში
ილიაუნის სტუდენტებმა დღეს მსვლელობაც გამართეს, სადაც გაყალბებული არჩევნები გააპროტესტეს.
სტუდენტები ევროკავშირის საელჩოსთანაც შეჩერდნენ და ოლიგარქისა და მისი ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირება მოითხოვეს.
ცოტა ხნის წინ კი ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა სპეციალური განცხადება გააკეთეს და დღეს, 17 საათზე დაგეგმილ აქციას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
"უშენოდ არ გამოვა" - ამ სახელწოდების აქცია დღეს, 15 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება