საქართველოში დღეს წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

გამოქვეყნდა:

16 ნოემბერს, შაბათს საქართველოში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

Meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალმთაში თოვლჭყაპი, ზოგან ძლიერი.  დასავლეთის ქარი  10-15 მ/წმ, დღისით  ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +10, +15°; მთაში +5, +10°; მაღალმთაში 0, +5°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, მაღალმთაში თოვლჭყაპი. დღისით დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: ბარში +12, +17°; მთაში +7, +12°; მაღალმთაში +3, +8°.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი