ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, შემაჯამებელი სხდომის დასრულების შემდეგ აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობა მოაწყვეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს აღმაშენებლის ხეივანზე გზის გადაკეტვის რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ, პოლიცია კი სავალი ნაწილიდან მათ გადაყვანას ძალის გამოყენებით შეეცადა. დაკავებულია აქციის ერთი მონაწილე.
მანამდე, ცესკოში სხდომა გაიმართა, რომელზეც საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი მიიღეს. აღნიშნულ შედეგებს "ქართული ოცნების" გარდა არცერთი პოლიტიკური ძალა არ ეთანხმება.