"ვაგრძელებთ ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ" | პროტესტს ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი უერთდება

გამოქვეყნდა:

"ვაგრძელებთ ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!" - ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილის განცხადებით, ისინი უერთდებიან სხვა უნივერსიტეტების სტუდენტების ბრძოლას მოპარული ხმებისთვის, ტოტალურად გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ და სრულად იზიარებენ საერთო სულისკვეთებას.

"ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, ვეხმაურებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და გვსურს საჯაროდ  და მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია! 

ვუერთდებით სხვა უნივერსიტეტების სტუდენტების ბრძოლას მოპარული ხმებისთვის, ტოტალურად გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ და სრულად  ვიზიარებთ საერთო სულისკვეთებას. 

მხარს ვუჭერთ იმ სტუდენტებს, რომლებიც არ ერიდებიან გამოხატონ პოზიცია  და აცნობიერებენ, რომ მათი ხმა უნდა ისმოდეს, არა მხოლოდ უნივერსიტეტში, არამედ მთელი ქვეყანის მასშტაბით. 
ქართველ სტუდენტებს აქვთ პასუხისმგებლობა იცხოვრონ უკეთეს მომავალში, სადაც მათი არჩევანი იქნება გადამწყვეტი, ხოლო მათი უფლებები კი დაცული.

ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მონაწილეობა საზოგადოებრივ აქტივობებში, რათა დავიცვათ ის პრინციპები, რომლებიც ნამდვილად გამოხატავს ჩვენი საზოგადოების ნებასა და ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას !  

უნივერსიტეტი ყოველთვის იყო უმნიშვნელოვანესი ბირთვი, სადაც შეიკრიბა საქართველოს გამჭრიახი, კრიტიკული აზროვნების ნაყოფიერი გონება. დღეს კი, ეს უნივერსიტეტი უნდა იყოს  ადგილი, სადაც არა მხოლოდ ცოდნის, არამედ თავისუფალი აზრისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩანერგვა ხდება.

ვაგრძელებთ ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ჩვენი ხმა, ჩვენი უფლებები, ჩვენი თავისუფლება და მომავალი – ყველაფერი  ამას მოითხოვს. არა მოპარულ არჩევნებს! ჩვენი ხმა - ჩვენი არჩევანი!" - წერია სტუდენტების განცხადებაში. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი