ბაგებში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე მოძრაობა 19 ნოემბრიდან, ხუთი თვით შეიზღუდება

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა 19 ნოემბრიდან, ხუთი თვით შეიზღუდება.

"თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე,  უსაფრთხოების მიზნით,  გრუნტის დამჭერი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობას იწყებს.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 19 ნოემბრიდან, საავტომობილო გადაადგილება ხუთი თვით შეიზღუდება. კერძოდ, სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ჯანსუღ კორძაიას ქუჩის N10 - დან  N14 - მდე საგზაო მონაკვეთში. აქედან გამომდინარე, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ წყნეთის გზატკეცილიდან  ჯანსუღ კორძაიას ქუჩის N10-მდე და შემდეგ მალხაზ დოლიძის ქუჩის გავლით, ხოლო ჯანსუღ კორძაიას N14-მდე მოძრაობა შესაძლებელი  იქნება ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩის გავლით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!" - წერია განცხადებაში. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი