100-მდე საპროტესტო წარწერა და ჭერიდან ჩამოჟონილი შავი საღებავი | ინსტალაცია გორის ხელოვნების სახლში

გამოქვეყნდა:

ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის! - გორის ხელოვნების სახლში საპროტესტო ინსტალაციაა განთავსებული. ინსტალაციის მიზანს იმ პროტესტის ვიზუალიზაცია წარმოადგენს, რომელიც საქართველოში ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობს.

კედლებზე წითელი საღებავით შესრულებული 100-მდე წარწერის გარდა, რომელთა ნაწილი ომის თემატიკას შეეხება, ინსტალაცია ოლიგარქიული რეჟიმის მიერ არჩევნების მოპარვასაც ეხმაურება და  ჭერიდან შავი საღებავი ჟონავს.

საპროტესტო ინსტალაცია გორის ხელოვნების სახლში ერთი თვის განმავლობაში იქნება განთავსებული. ინსტალაციის დათვალიერება უფასოა. ვიზიტორებს მისი ნახვა 12:00-19:00 სთ პერიოდში შეუძლიათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი