"ვერავის შეაშინებენ, პროტესტი გრძელდება, აქციაზე ვიქნები" | ლიფონავამ იზოლატორი დატოვა

გამოქვეყნდა:

ტელეკომპანია "ფორმულას" თანადამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ლიფონავა გაათავისუფლეს. მან პოლიციის მთავარი სამმართველო 2 დღიანი პატიმრობის შემდეგ, ცოტა ხნის წინ დატოვა და განაცხადა, რომ აქციებს შეუერთდება: 

"განსაკუთრებული მიზეზი ამათ არ სჭირდებათ რომ დაგიჭირონ, შეშინების მცდელობაა, მაგრამ ვერავის შეაშინებენ. პროტესტი გრძელდება, რა თქმა უნდა აქციაზე ვიქნები" აღნიშნა ლიფონავამ.

ლიფონავა ცესკოს შენობასთან პოლიციამ 16 ნოემბერს დააკავა, როდესაც არჩევნების შედეგების შემაჯამებელი სხდომის პარალელურად, ცესკოსთან აქცია მიმდინარეობდა.

ლიფონავასთან ერთად კიდევ 2 პირი დააკავეს, მათ შორის "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი ვანო გომურაშვილი, რომელმაც იზოლატორი მოგვიანებით დატოვა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი