ბრიუსელში მიმდინარე საგარეო საქმეთა მინისტერიალის პარალელურად, ქართველი ემიგრანტები აქციას მართავენ. ისინი ივანიშვილის ხელისუფლების მიერ მიტაცებულ არჩევნებს აპროტესტებენ. ემიგრანტები ახალი არჩევნების დანიშვნასა და "ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ. უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ საქართველოში მიმდინარე პროტესტის მონაწილეებს.