ხელვაჩაურის სპორტსკოლის დირექტორმა მოქალაქეს შეაფურთხა და აგინა | ინციდენტი ბიუჯეტის საჯარო განხილვაზე

გამოქვეყნდა:

ხელვაჩაურის სპორტსკოლის დირექტორმა თადეოზ ბოლქვაძემ მოქალაქეს ჯერ შეაფურთხა, შემდეგ კი აგინა. ინციდენტი კულტურის ცენტრის შენობაში მოხდა, სადაც, ხელვაჩაურის 2025 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა მიმდინარეობდა - ინფორმაციას და ვიდეომასალას ტვ 25 ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მოქალაქეებს სხდომაზე დასწრება და საკუთარი პრობლემებისა და მოსაზრებების დეპუტატებისთვის გაზიარება სურდათ, თუმცა, მათ ამის საშუალება არ მისცეს და პროტესტის საპასუხოდ, შეურაცხყოფა მიიღეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი