ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიცია მშვიდობიან დემონსტრანტებს ფიზიკურად უსწორდება და მათ ნაწილს აკავებს. ცოტა ხნის წინ, ადგილზე აქციის ერთ ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩარევა გახდა საჭირო.
დაშავებული პირი ნიკა კვიტატიანია.
"მშვიდობიანად უკან ვიხევდით, როდესაც ეს არსებები გაუსწორდნენ, სუნთქვა შეეკრა და ხერხემალში ურტყეს როგორც თვითმხილველები ამბობენ. სასწრაფოთი გადაიყვანეს " ამბობს "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გიორგი პატარაია.