მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჩვენი კოლეგა | "მთავარი არხის" განცხადება

გამოქვეყნდა:

დღეს საპროტესტო აქციის გაშუქებისას „მთავარი არხის" ოპერატორზე, სერგი ბარამიძეზე განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა და შემდეგ მისი უკანონო დაკავება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. 

შევახსენებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჩვენი კოლეგა, გამოიძიოს ეს საქმე და პასუხისგებაში მისცეს თითოეული დამნაშავე პოლიციელი. 

„მთავარი არხის“ გუნდი სოლიდარობას უცხადებს სერგი ბარამიძეს და აქციის დარბევისას დაზარალებულ თუ დაკავებულ სხვა მოქალაქეებს.

[ფოტო "პუბლიკა"]

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი