ჟურნალისტებისა და ოპერატორების დევნა და დაკავება | მედიაომბუდსმენმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტების და ოპერატორების დევნის და დაკავების შეტყობინებებით მედიაომბუდსმენმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა: 

"დღეს, 19 ნოემბერს სპეცდანიშნულების წევრები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ OC Media-ს ჟურნალისტს მარიამ ნიკურაძეს
სამართალდამცველები გადაღების შესაძლებლობას არ აძლევდნენ Netgazeti-ს კორესპონდენტს გივი ავალიანს
ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების პროცესში დააკავეს მთავარი არხის ოპერატორი სერგი ბარამიძე
სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პუბლიკა Publika-ს ჟურნალისტს მინდია გაბაძეს

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეაჩეროს მედიასა და აქციის მონაწილეებზე ძალადობა
მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით" ნათქვამია  მედიაომბუდსმენის განცხადებაში. 

ფოტო: პუბლიკა 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი