„საეკლესიო კანონიკის ვალდებულებით მოწმეებიც უნდა დაიკითხონ, ჩვენ ამას ვითხოვთ“ - ჭყონდიდელი სასულიერო პირები

გამოქვეყნდა:

უმძიმესი და შოკისმომგვრელი ბრალდებების შემდეგ, სინოდში დაწყებული საქმის გარჩევა ახლა უკვე საეკლესიო განხეთქილებაში გადადის.

ჭყონდიდის ეპარქია არ ეთანხმება სინოდის განჩინებას, რომლის მიხედვითაც მეუფე პეტრეს ჩამოერთვა მღვდელმსახურების უფლება და ჩამოერთვა მიტროპოლიტის ტიტული.

სასულიერო პირებიც და თავად განყენებული მეუფეც ამბობენ, რომ მტყუან-მართლის გამორკვევა მხოლოდ ახლა იწყება და დიდ საეკლესიო წმენდას აანონსებენ.

ჭყონდიდის ეპარქიაში დღეს უნდა მივიდეს მეუფე პეტრეს შემცვლელი, მეუფე გრიგოლ კაცია.

ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირები გეგმავენ, რომ კრიტიკული კითხვა დაუსვან მეუფე გრიგოლს და ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება - დაემორჩილებიან თუ არა სინოდის გადაწყვეტილებას.

„რა სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, თუ ეჭვი ჩნდება, კითხვა ისმის, ვალდებულია, პასუხები გაიცეს ან დაგმოს, რას ნიშნავს ახლა, რომ მღვდელმთავარს შეუჩერეს სტატუსი, მოწმეებიც კი არ დაკითხულა. საეკლესიო კანონიკის ვალდებულებით მოწმეებიც უნდა დაიკითხონ, ჩვენ ამას ვითხოვთ. სიმართლისთვის ღმერთთან ყოფნა სჯობს, ვიდრე სიცრუით ეშმაკთან შეკვრა“, - აცხადებს ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმსახური, მამა ანდრია.

სინოდმა და პატრიარქმა მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენა. როგორც საპატრიარქოდან გამოსულმა მეუფე პეტრემ თქვა, "ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი