შინაგან საქმეთა სამინისტრომ "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადა, რომ 19 ნოემბრის დილას, აქციაზე, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა, მათგან 3 ხელწერილით გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის მელიქიშვილისა და ვარაზისხევის კვეთაზე მშვიდობიანი მომიტინგეები საპოლიციო ძალებმა 19 ნოემბრის დილას დაარბიეს. აქციის მონაწილეებმა დარბევის შემდეგ მელიქიშვილზე გადაინაცვლეს სადაც პოლიციამ მათზე იძალადა და რამდენიმე აქტივისტი დააკავა, მათ შორის, მთავარი არხის ოპერატორი, სერგო ბარამიძეც, რომელიც ამ დროისთვის ხელწერილით არის გათავისუფლებული.