ილიაუნის სტუდენტები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

გამოქვეყნდა:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო მსვლელობას მართავენ და მელიქიშვილის გამზირისკენ მიემართებიან.

დღევანდელი ლექცია, ჩვენ უნდა ჩაგვეტარებინა აუდიტორიაში, მაგრამ იმას, რასაც ახლა აუდიტორიაში ვასწავლი, თუნდაც ჩემი კურსი "ცენზურის ისტორია, ტოტალიტარული რეჟიმების დროს", პრაქტიკულად ეს ხდება. პლუს ჩემი დღევანდელი ლექცია და ჩემი კოლეგებისაც, არის რეაქცია დღევანდელ დილაზე, როდესაც ჩვენ ვნახეთ სპეცრაზმელებმა დანაშაულებრივად როგორ დაარბიეს დემონსტრანტები, რომლებიც იცავენ საქართველოს დამოუკიდებლობას, არამხოლოდ ევროპულ მომავალს და ითხოვენ გაყალბებული, ნაქურდალი არჩევნების გაუქმებას და ხელახალ არჩევნებს. დღეს, რასაც ჩვენ ვხედავთ ჩემთვის და ალბათ ყველასთვის მაშოკირებელია ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. ივანე ჯავახიშვილი არის შემქმნელი უნივერსიტეტის და საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის, როდესაც რექტორი კართან აყენებს სპეცრაზმს და პოლიციელებს და სტუდენტების ეშინიათ, მას მერე როგორ შეიძლება შესვლა უნივერსიტეტის აუდიტორიებში, რაც გაწმინდეს ქუჩა სტუდენტებისგან, ახალგაზრდებისგან..." - ამბობს ლაშა ბუღაძე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი