პოლიციელმა დიმიტრი ხიმშიაშვილმა უთხრა, ხომ მაინც დაგიჭირეო და მუშტი ჩაარტყა | აქციაზე დაკავებულის და

გამოქვეყნდა:

დღეს დილით, მელიქიშვილის გამზირზე, აქციის დროს დაკავებული ახალგაზრდას, სანდრო ქავთარაძის და ნინი ქავთარაძე ძმის დაკავებაზე საუბრობს და დამკავებელი პოლიციელის ვინაობასაც ასახელებს. ქავთარაძეს პოლიციელი ფიზიკურადაც გაუსწორდა:

"უშუალოდ იმ მომენტში [დაკავებისას] მე და სანდრო არ ვყოფილვართ ერთად, რაღაც მომენტი იყო როცა პოლიციელებთან უშუალო კავშირი ჰქონდა და მოვარდა ძალიან ბევრი პოლიციელი, სანდრო მარტო იყო ამ დროს და უკვე, ვიდეოში არსად არ ჩანს, რაც მოხდა მერე იყო ის, რომ ჩაისვეს მანქანაში. ერთ-ერთი პოლიციელი, დიმიტრი ხიმშიაშვილი, სახელსაც და გვარსაც ვიტყვი, დაემუქრა და უთხრა, რომ ხომ მაინც დაგიჭირეო და მუშტი ჩაარტყა სახეში. " თქვა ნინი ქავთარაძემ "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში.

მისივე თქმით, სანდრო ქავთარაძე ამ დრომდე დაკავებულია და უცნობია, როდის გაათავისუფლებენ. 

შსს-მ დღეს, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის შემდეგ, მელიქიშვილზე დაკავებები დაიწყო. უწყების ცნობით, ჯამში 16 პირი დააკავეს ადმინისტრაციულად, მათგან სამი ხელწერილით გაათავისუფლეს.

დაკავებულებს შორის იყო "მთავარი არხის" ოპერატორი სერგი ბარამიძე. მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბარამიძე კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-ს შენობაში გადაიყვანეს, საიდანაც ხელწერილით რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი