შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები პროტესტს აგრძელებენ. მათ მეორე ღამე გაათენეს უნივერსიტეტის ფოიეში. ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტები დედაქალაქში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს უერთდებიან.
მათი განცხადებით, ხელისუფლებამ არჩევნები მიიტაცა, ქვეყანას ევროპული მომავალი და ადამიანებს ფუნდამენტური უფლება - თავისუფალი არჩევანის უფლება წაართვა, რასაც არ შეეგუებიან.
ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტები 25 ნოემბერს დედაქალაქში ჩამოსვლასა და მიმდინარე აქცია- მსვლელობებისთვის შეერთებას გეგმავენ.
ავტორი: ემა გოგოხია