არსებული ინფორმაციით, თსუ-ს რექტორი სტუდენტებს შეხვდება

გამოქვეყნდა:

არსებული ინფორმაციით, თსუ-ს რექტორი სტუდენტების მოთხოვნას დათანხმდა და მათ შეკითხვებს უპასუხებს. ჯერჯერობით უცნობია როდის და რა ვითარებაში შედგება შეხვედრა და რა ფორმატში. სტუდენტები კი მასზე მედიის დასწრებას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, სტუდენტების ნაწილი რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვს. აქციის მონაწილე ახალგაზრდებმა გასულ ღამეს ერთ- ერთი აუდიტორია დაიკავეს და შენობაში დარჩენას იქამდე აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

რექტორის გადადგომა კი ახალგაზრდებმა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც გავრცელდა კადრები, რომ 19 ნოემბრის გამთენიისას, საპროტესტო აქციის დაშლამდე საპოლიციო ძალების ნაწილი თსუ-ის ეზოში შევიდა. სტუდენტებისთვის კატეგორიულად მიუღებელია მათთვის კორპუსის ჩაკეტვა და სპეცრაზმისთვის მისი გახსნა.

ახალგაზრდები დღეს, 12 საათზე უნივერსიტეტში  რეჟიმში საწინააღმდეგო პროტესტზე საჯარო ლექციას ჩაატარებენ და დასასწრებად  იწვევენ თანატოლებს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი