პოლიციელების მიერ ნაცემი "მთავარი არხის" ოპერატორი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იკითხება

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ოპერატორი სერგი ბარამიძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, გამომძიებლის კითხვებს პასუხობს. სავარაუდოდ, უწყება გამოკითხვის შემდეგ გადაწყვეტს დაიწყება თუ არა გამოძიება იმ პოლიციელების წინააღმდეგ, რომლებიც აქციაზე ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური განმარტავს, რომ გამოკითხვა სამართლებრივი რეაგირების მოხდენისთვის მიმდინარეობს. ადვოკატის თქმით, ეს განმარტება ბუნდოვანია, ვინაიდან შესაძლოა გამოძიება დაწყებული იყოს და გამოკითხვა გამოძიების ფარგლებში მიდიოდეს და ასევე, შესაძლებელია გამოძიება დაწყებული არ იყოს. ადვოკატი განმარტავს, რომ თუ გამოძიება დაწყებული არ იქნება, ის საჩივარს დაწერს.

შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბრის დილას, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, სერგი ბარამიძე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მას საპოლიციო ძალები ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს. ის რამდენიმე საათში ხელწერილით გაათავისუფლეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი