აქციის მიმდინარეობის დროს, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 18-19 ნოემბერს აქციაზე სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

უწყების ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს. 

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას," - წერია განცხადებაში. 

 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი