ავარია ოზურგეთი-ურეკის ავტომაგისტრალზე - შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

ოზურგეთი-ურეკის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. დაღუპული სატვირთო ავტომობილის მძღოლია. 

მომხდარი "მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაუდასტურა. მათი თქმით, შემთხვევის შედეგად დამატებით არავინ დაშავებულა. 

საქმეზე  გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ცნობისთვის, 2020 წელს ავტოსაგზაო შემთხვევათა საერთო რაოდენობა 2270-ია, დაღუპულთა რიცხვი კი - 203. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი