როგორ მოხვდა უცხო პირი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. ამასთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლები კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ. დაცვის სამსახურის უარყოფს იმასაც, რომ ტერიტორიაზე შესვლისას პრობლემა შეექმნა ადგილზე გამოძახებულ სასწრაფოს.
სტუდენტების განცხადებით, რომლებსაც პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტის ერთ-ერთი აუდიტორია აქვთ დაკავებული. გამთენიისას მათ შენობაში გადაადგილება შეუზღუდეს. პროტესტის გამოხატვის შემდეგ კი დაცვის სამსახურთან და მათ თანმხლებ უცხო პირთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სტუდენტების განცხადებით, დაცვის სამსახურს არ გაუკეთებია განმარტება, როგორ მოხვდა უცხო პირი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, მაშინ როდესაც იზღუდება ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების გადაადგილება.
შიდა პროტესტის პარალელურად, სტუდენტები შეკრებილი არიან უნივერსიტეტის ეზოში, სადაც კარვებია გაშლილი. ისინი უნივერსიტეტის რექტორის გადადგომას ითხოვენ. მათი თქმით, ჯაბა სამუშიამ სპეცრაზმს საშუალება მისცა უნივერსიტეტის ეზო დარბევისთვის პოლიციურ ძალების მოსამზადებელ ადგილად გამოეყენებინათ.
ავტორი: მარიამ ელიბაშვილი