ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს მიმდებარედ, კავკასიონის ქედზე, მთის ალპურ ზონაში ხანძარია. ხანძარის რამდენიმე კერა ადგილობრივებმა შენიშნეს და სახანძრო - სამაშველო სამსახურს შეატყობინეს.
მათი ინფორმაციით, მთიან ზონაში გაჩენილი ცეცხლი ნელ-ნელა ტყისკენ ინაცვლებს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, იწვის ბალახი და ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფები მის ლიკვიდაციას ცდილობენ.
ჯერჯერობით, უცნობია რა ფართობზეა ხანძარი მოდებული, ან რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი.