სტუდენტების ნაწილს თსუ-ში არ უშვებენ | ადმინისტრაცია ითხოვს, რომ შენობაში მხოლოდ 10 სტუდენტი იყოს

გამოქვეყნდა:

თსუ-ის ადმინისტრაციამ პროტესტის მონაწილე სტუდენტებს მოსთხოვა, რომ ღამით ადგილზე მხოლოდ 10 მათგანი დარჩეს. მედიისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად გარეთ გამოსული ახალგაზრდების ნაწილს კი ამ წუთებში უკან, შენობაში აღარ უშვებენ.

შეგახსენებთ, თსუ-ის სტუდენტების ნაწილმა გასული ღამე უნივერსიტეტში გაათენა. ისინი რექტორ ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ და ამბობენ, რომ სამუშიამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს უნივერსიტეტში სპეცრაზმის შეშვების გამო. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი