ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის ღია კერები აღარ არის. ადგილობრივების თქმით, დამწვარია ხმელი ბალახი და ტყის ქვედა საფარი. სტიქიის ზონაში პრევენციისთვის მუშაობენ სახანძრო სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს მხრჩოლავი ადგილების დამუშავება.
ცეცხლი სოფელ ალმატის მთაზე ალპურ ზონაში გუშინ გაჩნდა. რამ გამოიწვია აალება და რა ფართობზე იყო გავრცელებული ხანძარი, უცნობია.