მშრალ შიმშილობაზე მყოფი ისაკო დევიძე იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაკავებული აქტივისტი ისაკო დევიძე ჯანმრთელობის გაუარესების გამო კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს. დევიძეს, რომელიც 4 დღეა წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, 21 ნოემბრიდან მშრალი შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

ისაკო დევიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.  20 ნოემბერს, მას სასამართლომ 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

"რუსული რეჟიმის მიერ, საპროტესტო მოძრაობისას დაკავებული და დევნილი ყველა ადამიანის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ვაცხადებ მშრალ შიმშილობას.“  - წერია დევიძის Facebook-ზე 21 ნოემბერს გამოქვეყნებულ პოსტში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი