რა დეზინფორმაციას ავრცელებდა სამთავრობო პროპაგანდა 17-19 ნოემბრის საპროტესტო აქციებზე? | "შემოწმებულია"

გამოქვეყნდა:

პროევროპული ოპოზიციის წინააღმდეგ წარმოებული მიზანმიმართული პროპაგანდა, რომელიც უნივერსიტეტთან საპროტესტო  აქციების დაწყებასთან ერთად, ოლიგარქის პარტიამ აამოქმედა -  აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების გაშავებისთვის, იყო არაერთი ფოტო და ვიდეო ფაბრიკაცია. 

ოლიგარქიული რეჟიმის მართული მედია გაუჩერებლად ავრცელებდა დეზინფორმაციას, რომ თითქოს ერთ-ერთმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ 17 ნოემბერს ვარაზისხევის პიკეტირებაში მონაწილეობაზე უარი თქვა, რაც მტკნარი სიცრუეა. მეტიც, ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის ოლიგარქიულმა რეჟიმმა ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა და ვიდეოები ისე შექმნა, რომ რეალობა შეეცვალა. 

კადრებზე დაკვირვებისას კარგად ჩანს, რომ ვიდეოში ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიზუალისთვის დამახასიათებელი ხარვეზებია.

"მთავარი არხისა" და "მითების დეტექტორის" ერთობლივი პროექტი.

ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი