"ძირს ქოცი სამუშია" | სტუდენტებმა თსუ-ის შესასვლელ კარზე ბანერი გამოფინეს

გამოქვეყნდა:

"ძირს ქოცი სამუშია" - ამ წარწერით თსუ-ის სტუდენტებმა პირველი კორპუსის ტერიტორიაზე, შესასვლელ კართან ბანერი გადმოფინეს. ბანერი სიმბოლურად სწორედ იმ კარზე გააკრეს, საიდანაც რამდენიმე დღის წინ გდდ-ს სპეცრაზმი შევიდა და ამისთვის ხელი არც უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და არც რექტორს შეუშლია.

სწორედ ამ ქმედების გამო ითხოვენ ბოლო 3 დღეა სტუდენტები ჯაბა სამუშიას გადადგომას და პროტესტის ნიშნად, ღამეებს უმაღლეს სასწავლებელში ათენებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი