რეისები, რომელიც დღეს გამთენიისას თბილისის აეროპორტს უნდა მიეღო, ერევანსა და ტრაპიზონში განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი ნისლი იყო, რის გამოც აეროპორტმა ვერ შეძლო თვითმფრინავების მიღება-გამგზავრება.
თბილისის აეროპორტის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ რეისები ყოვნდება. როგორც ჩამოფრენის, ასევე გამგზავრებისაც.