"ჩვენ გადავწყვიტოთ ვისია საქართველო" | დღეს, 15:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე ქალთა მარში გაიმართება

გამოქვეყნდა:

"ჩვენ გადავწყვიტოთ ვისია საქართველო" - ამ სახელწოდებით, დღეს, 15:00 საათზე ქალთა მარში გაიმართება. აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან და ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლისკენ საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ. 

ქალთა მარშს უერთდებიან ქალები პროდასავლური ოპოზიციური პარტიებიდან და მესამე სექტორიდან. მათი განცხადებით, არჩევნები გაყალბდა და არჩევნების დასაბრუნებლად აუცილებელია წინააღმდეგობის გაწევა. მათივე თქმით, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ქალებს ემიგრაციაში წასვლა და ოჯახების რჩენა ქვეყნიდან შორს უწევთ, დღევანდელ აქციაზე მონაწილეები ემიგრანტ ქალებს მხარდაჭერას გამოუცხადებენ. 

აქციის დროს დაგეგმილია პერფორმანსიც. ორგანიზატორები ქალებს მოუწოდებენ თან იქონიონ ჩემოდნები, რომლებიც აღარ სჭირდებათ. ისინი არ ამხელენ, თუ რა შინაარსის იქნება პერფორმანსი. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი