"გავათენოთ ეს ღამე ჩვენი ქვეყნისთვის და ევროპული მომავლისთვის" | თბილისში დაგეგმილ აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან

გამოქვეყნდა:

"გავათენოთ ეს ღამე ჩვენი ქვეყნისთვის და ევროპული მომავლისთვის"  - ამ სახელწოდებით თბილისში დაანონსებულ აქცია-მსვლელობას, რეგიონებიდანაც უერთდებიან. ამ დროისთვის, კოლონები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან დედაქალაქის მიმართულებით წამოსასვლელად იკრიბება. 

რუსთაველის გამზირზე ღამის თენებას უერთდებიან ბათუმელი და ზუგდიდელი სტუდენტები, რომლებიც გასული დღეების განმავლობაში გაყალბებულ არჩევნებს საკუთარ უნივერსიტეტებში აპროტესტებდნენ. აქციას უერთდებიან იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. 

"ვუერთდებით, ხვალ, დედაქალაქში, დილის 6 საათიდან დაგეგმილ აქციას, რადგან ვთვლით, რომ მთავარი ბრძოლის ველი, ახლა არის პარლამენტთან, იქ სადაც ხმების ქურდი ხელისუფლება ცდილობს თვითლეგიტიმაციას," - განაცხადეს ზუგდიდელმა სტუდენტებმა. 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი