2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაციები, პროგრამებიდან ამოღებულია საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი პერიოდები და ქართული ლიტერატურის მთელი რიგი ნაწარმოებები.
პედაგოგი ოლიკო გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ცენზურის მანქანა ჩაირთო... ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამა დაგვიცხრილეს და დაგვისეტყვეს ისარლოვებმა...
გიხაროდეს, ერო ბედნიერო!
ვეღარ მოწამლავენ ჩვენს მოსწავლეებს შემდეგი ნაწარმოებები:
"ბედნიერი ერი", "აჩრდილი", "ჩემო კალამო", "პასუხის პასუხი", "განდეგილი"(ილია);
"ბახტრიონი", "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი"(ვაჟა);
"აღმართ-აღმართ"(აკაკი);
"მშობლიური ეფემერა"(გალაკტიონი);
"ყვრყვარე თუთაბერი"(პოლიკარპე კაკაბაძე);
"ხევისბერი გოჩა"(ალ. ყაზბეგი)
და ასე შემდეგ და ასე შემდეგ..." - წერს ოლიკო გვრიტიშვილი.
2025 წელს ცვლილებები შევიდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის პროგრამაშიც.
"წელს ისტორიის პროგრამაში შევიდა გარკვეული სახის ცვლილებები და ამოღებულ იქნა პროგრამიდან:
1802, 1804, 1812, 1819-20 წლის აჯანყებები რუსეთის წინააღდეგ.
ანუ აბიტურიენტები ამ საკითხებს უბრალოდ არ გაეცნობიან, რადგან პროგრამაში არ არის.
ცალკე საკითხია ქართულის პროგრამაში შესული ცვლილებები.
ამოღებულია:
1)სულხან-საბას იგავები;
2)გურამიშვილის თავები;
3)გოგჩა;
4)საღამო გამოსალმებისა;
5)პასუხი შვილთა;
6)პასუხის პასუხი;
7)არ უკიჟინო სატრფოო;
8)ცისა ფერს;
9)ხმა იდუმალი;
10)სულო ბოროტო;
11)ვპოვე ტაძარი;
12)ბედნიერი ერი;
13)ჩემო კალამო;
14)განდეგილი;
15)აჩრდილი;
16)აღმართ-აღმართ;
17)სულიკო;
18)ქებათა ქება;
19)ხევისბერი გოჩა;
20)რამ შემქნა ადამიანად;
21)იას უთხარით ტურფასა;
22)ბახტრიონი;
23)კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი;
24)ყვარყვარე თუთაბერი;
25)მშობლიური ეფემერა;
26)ლექსი-პოეზია;
27)ნინოწმინდის ღამე;
28)მკვდართა მზე ვარ;" - წერს გიორგი ბერძენიშვილი.
გთავაზობთ ქართული ენისა და ლიტერატურის 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამის შედარებას 2025 წლის პროგრამასთან:
ისტორიის პროგრამა 2024 წელს და 2025 წელს