"შეხლა-შემოხლა იყო, ჯოხს ურტყამდნენ პოლიციელებს...ვერ გეტყვით შეცდომა იყო თუ არა" | გომელაური "მთავარი არხის" ოპერატორის დაკავებაზე

გამოქვეყნდა:

მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, 19 ნოემბრის დილას მელიქიშვილის გამზირზე აქციაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, "მთავარი არხის" ოპერატორის, სერგი ბარამიძის ძალადობრივ დაკავებას ეხმიანება და აცხადებს, რომ გამოძიება დაიწყო, თუმცა ვერ იტყვის შეცდომა იყო თუ არა ოპერატორის დაკავება:

"შეხლა-შემოხლა იყო, სადაც ჯოხს ურტყამდნენ პოლიციელებს და ზუსტად იქ იდგა ეს ადამიანიც. მე არ ვიძახი რომ ეს ადამიანი ურტყამდა ჯოხს...ძალიან ბევრი ხალხი იყო და ვერ გეტყვით შეცდომა იყო თუ არ იყო. გამოძიება დაიწყო და თუ რამე დავაშავეთ პასუხს ვაგებ, მაგრამ პოლიციელმა რომელმაც არაფერი არ დააშავა, არც ერთ პოლიციელს, თმის ღერი არ ჩამოვარდება," - ამბობს გომელაური

"მთავარი არხის" ოპერატორ სერგი ბარამიძეს, რომელზეც პოლიციამ, 19 ნოემბრის დილას მელიქიშვილის გამზირზე, აქციის გაშუქებისას დროს იძალადა, ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ოპერატორმა სხეულის მრავლობითი დაზიანება სწორედ დაკავების დროს მიიღო. მისი თქმით, საპოლიციო ძალებმა დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადეს და თვალი დაულურჯეს. 

ის დაკავებიდან რამდენიმე საათში ხელწერილით გაათავისუფლეს. სერგი ბარამიძეს სამედიცინო ექსპერტიზა გამოკითხვის შემდეგ დღეს ჩაუტარდა. ადვოკატთან ერთად მან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებს დეტალურად უამბო, როგორ და რა ვითარებაში დააკავეს პოლიციელებმა. მთავარი მტკიცებულების სახით საგამოძიებო სამსახურში წარდგენილია დაკავების ვიდეოკადრები.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი