საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ოდორანტის ტრანსპორტირების შესახებ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას ტრანსპორტირების პროცესში, სუნის დაფიქსირებაზე აფრთხილებს:
"გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება თბილისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში. გლდანის, გლდანი 2 -ის, აზიზქენდისა და მუღანლოს გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებით.
აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს." ნათქვამია ინფორმაციაში.