"არ შეიძლება, დაგვცინიან . არ შეძლება საქართველოს პრეზიდენტი იყოს ყაველაშვილი. დანარჩენი ყველამ თავისი იფიქროს. იმიტომ დავსვი მრავალი წერტილი. სიცხე გაქვთ? ხომ კარგად ხართ? ვერ მოიძებნა საქართველოში...? არაფერი კარგი არ შემიძლია ვთქვა" - ამბობს მოქალაქე ეკა გუნაშვილი, რომელმაც პარლამენტის წინ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად დასახელება გააპროტესტა.
"რა ყაველაშვილი თქვენ..." - ამ წარწერით მან საკანონმდებლო ორგანოსთან ბანერი მიიტანა და საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია დააფიქსირა.
"პატრიოტი ვარ ნამდვილად, კარგი დედა ვარ, კარგი თანამშრომელი ვარ, კარგი მოქალაქე ვარ არასოდეს არაფერი არ მომიპარია, პატრიოტიზმი კიდე რა არის? მიყვარს ჩემი ქვეყანა.
ამირჩიონ, სპორტსმენიც ვარ ყოფილი, მოფარიკავე" ამბობს ხუმრობით, ეკა გუნაშვილი "ფორმულასთან".