უხვად მოსულმა ნალექმა და გადაუღებელმა წვიმამ ბათუმში პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლების ეზოები და სარდაფები.
მთელი დღის განმავლობაში, ზღვისპირა ქალაქში ფაქტობრივად გადაადგილება შეუძლებელი იყო. ყველა ქუჩაზე, როგორც ცენტრალურ, ასევე ქალაქის გარეუბნებში შეიქმნა საცობები. მძღოლები გადაადგილებას საათობით ვერ ახერხებდნენ. გადატვირთული იყო მუნიციპალური ტრანსპორტიც. ჩვენი ინფორმაციით, დაფიქსირდა რამდენიმე საგზაო შემთხვევაც.
სინოპტიკოსების პროგნოზით წვიმიანი ამინდი კიდევ სამი დღე გაგრძელდება.