უამინდობის გამო საქართველოს გზებზე სხვადასხვა სახის შეზღუდვები დაწესდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა კურორტ გოდერძის მონაკვეთზე.
"რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა და ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (კურორტი გოდერძი-უტყისუბანი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა," - წერია განცხადებაში.