ძლიერმა წვიმამ სამტრედიაში მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. დაიტბორა ეზოები. მოსახლეობას დაუზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ზესტაფონშიც. "ინფო იმერეთის" ინფორმაციით, სოფელ პირველ სვირში დატბორილია საავტომობილო გზები, ეზოები, სახნავ-სათესი მიწები.
წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე, განადგურებულია ავეჯი და ტექნიკა, დახოცილია შინაური ფრინველი.