სასამართლომ, დღეს, ნოემბრის საპროტესტო აქციების კიდევ რამდენიმე მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო და 500-500 ლარით დააჯარიმა.
დაჯარიმებულების ადვოკატები პროცესების დასრულების შემდეგ აცხადებენ, რომ ბრალმდებლის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო. მათი თქმით, სასამართლოზე წარმოდგენილი იყო ვიდეო მტკიცებულებები, ტელევიზიების პირდაპირ ეთერში გასული ამოჭრილი კადრები, რომლებიც სრულ კონტექსტს არ ასახავდა, თუმცა იქაც ჩანდა, რომ აქციაზე გზის გადაკეტვისთვის საკმარისი რაოდენობის ადამიანი იყო შეკრებილი.
დაჯარიმებული მოქალაქეების განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" მორიგი მცდელობაა, რომ ის აქტიური ადამიანები დააშინონ, ვინც აქციაზე ხშირად ჩანს, თუმცა ისინი დანებებას არ აპირებენ და პირიქით, მეტი მოტივაცია ეძლევათ.
პროცესების ნაწილი ამ წუთებშიც გრძელდება.
ავტორი: დავით კობიძე