მოქალაქეები ბათუმშიც იკრიბებიან. თვითგამოცხადებული "ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ დღეს საღამოს განცხადება გააკეთა, ევროპის მოედანზე, საპროტესტო აქცია დაანონსდა.
პარალელურად აქციები იწყება დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას, გადაკეტილია ქუჩა ქუთაისშიც. მოსახლეობა გამოვიდა ზუგდიდშიც, სამოქალაქო პროტესტი საღამოს 9 საათისთვის დაანონსდა გორში.