ზუგდიდში, საპროტესტო აქციაზე გამოსულმა მოქალაქეებმა მსვლელობა დაიწყეს. ისინი "ოცნების" თვითგამოცხადებული ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე, მოლაპარაკებების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
ზუგდიდის ცენტრალური გზები გადაკეტილია. აქციის მონაწილეები ყველას მოუწოდებენ ქუჩაში გასვლისკენ.
"გამოდით ჩვენი ქვეყნისთვის, ყველა სამსახური არის ფუჭი, თუ მონობაში ამოგვხდიან სულს. აუცილებლად უნდა გაიგოს ხალხის ხმა ევროპის ქვეყნებმაც, რომ ქართველ ხალხს არ უნდა რუსეთი" - ამბობენ აქციის მონაწილეები
ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები იმართება.
ავტორი: ემა გოგოხია