სამოქალაქო პროტესტი თელავშიც დაიწყო. მოქალაქეები ამ წუთებში მერიის შენობასთან საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით იკრიბებიან და "ოცნების" თვითგამოცხადებული ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
სამოქალაქო აქტივისტები და ახალგაზრდები შეიკრიბნენ ახმეტის მერიასთანაც.
ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესს 2028 წლამდე აჩერებენ, ქვეყანაში საპროტესტო ტალღის დაწყება მოჰყვა. მოქალაქეები თვითდინებით გამოდიან თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისისა და გორის ქუჩებში.