ჭიჭინაძის ქუჩაზე მობილიზებული საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეებს უპირისპირდებიან. ცოტა ხნის წინ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია რამდენიმე პირიც.
შსს კი მუქარისშემცველ განცხადებებს ავრცელებს და მშვიდობიან დემონსტრანტებს ეუბნება, რომ "თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება"