მოქალაქეთა პროტესტი ლეგიტიმურია, არ დაემორჩილოთ უკანონო ბრძანებებს და არ გამოიყენოთ ძალა | არასამთავრობოები პოლიციას

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცველებს მოუწოდებენ, არ გამოიყენონ ძალა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ

"მოვუწოდებთ სამართალდამცავებს,
არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და არ გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

2024 წლის 28 ნოემბერს “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა განაცხადი ევროკავშირში მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვა მოქალაქეების ლეგიტიმური პროტესტი საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საგარეო კურსის ცვლილების ოფიციალური დეკლარირების გამო და აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, გორი, ბათუმი).
მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე მოქალაქეთა აქციები ატარებენ მშვიდობიან სახეს, სამართალდამცავებმა მაინც გამოიყენეს ძალა და სპეციალური საშუალებები. 
ქუთაისში დაფიქსირდა სამართალდამცავების მიერ მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევები. ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ჩანს თუ როგორ ათრევენ და ხდიან ტანსაცმელს პოლიციელები ძირს დაგდებულ აქტივისტს. 
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სავარაუდოდ ისეთი სპეციალური საშუალებები გამოიყენეს, როგორიცაა ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი [00:07; 00:12] თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარედ, ჭიჭინაძეზე მყოფ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართა. 
ასევე, თბილისში ამავე ტერიტორიაზე გამოიყენეს ფიზიკური ძალა [23:05; 23:14; 00:12]. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით სავარაუდოდ დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. 
მოქალაქეთა პროტესტი ლეგიტიმურია!" ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერები: 

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • სამართლიანი არჩევნები (ISFED) 
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო 
  • სამოქალაქო საზოგადოების ფონდი • Civil Society Foundation 
  • საქართველოს მომავლის აკადემია
პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი