დღესვე შეიქმნება წინააღმდეგობის კომიტეტი და ხვალიდან დაიწყება დაუმორჩილებლობის პოლიტიკა | ბაქრაძე

გამოქვეყნდა:

დღესვე შეიქმნება წინააღმდეგობის კომიტეტი და ხვალიდან დაიწება დაუმორჩილებლობის პოლიტიკა - ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ლაშა ბაქრაძემ განაცხადა: 

"არსებობს პარტიებს შორის შეთანხმება, რომ ყველანი ერთად ვიქნებით და არანაირი განსხვავება პარტიებს შორის არ არის იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ერთიანი საქმე გასაკეთებელი. ეს არის ამ ქვეყნის გამოყვანა ამ ტოტალური კრიზისიდან, რომელშიც ჩააგდო ქართულმა ოცნებამ. ეს ჩვენი ქვეყანა, რომელიც ერთადერთია ამიტომ, დღესვე შეიქმნება წინააღმდეგობის კომიტეტი და ხვალიდან დაიწება დაუმორჩილებლობის პოლიტიკა, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ რომ შევქმნათ ისეთი სიტუაცია რომ ე.წ.  ხელისუფლება მიხვდეს, ქართველ ხალხი არ დანებდება...ჩვენ ერთად ვართ პრეზიდენტთან, რომელმაც მოგვიწოდა რომ გავერთიანდეთ და ამას აუცილებლად გვაკეთებთ" აღნიშნა ლაშა ბაქრაძემ  

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი